გიორგი არაბული - "შენს თვალებს - როშკის ტბებს"

შენს თვალებს - როშკის ტბებს,
შენს ხელებს..
შენს თითებს - ნაწვეთარს გუროსას..
მე მხოლოდ სიზმარში შევეხე -
შენს სხეულს -
ნედლ ყვავილს, სუროსას..

შენს ნეკნებს,
შენს მკლავებს,
შენს ხალებს,
შენს წარბებს, წამწამებს - თავშავას,
მე მხოლოდ სიზმარში გიხილე
და მერე სიზმარმაც წამშალა..

შენს თვალებს, შენს სუნთქვას.. ვიგონებ
შენს ფრაზებს,
შენს სიტყვებს - ავკარგებს..
მე მხოლოდ სიზმარში გიპოვე
და მერე სიზმარიც
დავგკარგე.

Giorgi Arabuli - Shens Tvalebs - Roshkis Tbebs
გიორგი არაბული - შენს თვალებს - როშკის ტბებს

No comments:

Post a Comment