მუხრან მაჭავარიანი - "აზროვნებს თუკი"
აზროვნებს თუკი, - ვინ არის, რომ - არ არის მარტო?
ვინც არის მარტო, განა მარტო იგია მარტო?
იცის კი ყველამ, ვინც მარტოა, რომ არის მარტო?
ფიქრობს კი ყველა, მარტო როა, მარტოა რატომ?
უფრო მარტოა, ვინც მარტოა, თუ ფიქრობს: -
რატომ?
Muxran Machavariani - Azrovnebs Tuki
მუხრან მაჭავარიანი - აზროვნებს თუკი
No comments:
Post a Comment
‹
›
Home
View web version
No comments:
Post a Comment