მინდია გოგოჭური - "ჩამავირე თავქვედაიზედ"

ჩამავირე თავქვედაიზედ
მაგიტან ია ბღუჯით,
მთას თოვლი ალაგ-ალაგ წაჰკრავდა,
ცა ჰქონდა მეტად ლურჯი.
შამომხვდი თავში
ჩვენი სოფლისა,
(სოფლის - სამიოდ სახლით),
თამამ რაიმ ხარ ხევსურ ქალაი
მაგდგამს კისკისი ხმაში.
მიდიხარ - მაგყვებ,
გარბიხარ - არც სად,
არ გწადს გაქცევა, არა,
ხახაბოს ცასთან დაზრდილ იები
უნდა გაჩუქო ქალავ.

Mindia Gogochuri - Chamavire Tavqvedaized
მინდია გოგოჭური - ჩამავირე თავქვედაიზედ

No comments:

Post a Comment