ბესიკ ხარანაული - არ გიყვარდეს, შვილო, მამა

არ გიყვარდეს, შვილო, მამა,
რომ დაჰკარგავ, არ ინანებ,
შენს გულს დარდი არ ექნება,
თვალს ცრემლი არ დაგინამებს;
არ გიყვარდეს, შვილო, მამა,
რომ დაჰკარგავ, არ ინანებ,
უყვარელი მაგარია,
უყვარელიც მოსთიბს ყანებს,
უყვარლად ადგებ-დაწვება,
ცხოვრების გზას გაიხანებს.

Besik Xaranauli - Ar Giyvardes, Shvilo, Mama
ბესიკ ხარანაული - არ გიყვარდეს, შვილო, მამა

No comments:

Post a Comment