შოთა ნიშნიანიძე - "შენ - ზღვა ხარ დიდი"

შენ - ზღვა ხარ დიდი,
მე - შენი ტალღა.
შენს ყოველ წვეთში მე ვარ ჩაწნილი,
შენს უსრულებელ წიაღში გალღვა
ეს ჩემი ყოფა - შენი ნაწილი.
მე - კვირტი ვარ,
შენ - ფესვი ჩემი,
შენ - ღერო ჩემი, რტოებმრავალი;
ჩასახულია ამ კვირტში თვლემით
ჩემი წარსული და მომავალი.
შენს სავსეობას არა აქვს ბოლო
და ორი სუნთქვა ერთმანეთს ერთვის -
რომ მე - ეს შენ ხარ,
შენ კი -
მე მხოლოდ,
მე და შენ თურმე ერთი ვართ, ერთი.

Shota Nishnianidze - Shen Zgva Xar Didi
შოთა ნიშნიანიძე - შენ- ზღვა ხარ დიდი

No comments:

Post a Comment