მუხრან მაჭავარიანი - ღმერთკაცი

ხელში გელათი უჭირავს ერთში,
წიგნი უჭირავს მეორე ხელში.
მეფეა
კახთა,
სომეხთა,
რანთა,
აფხაზთა,
სვანთა
და უდიმართა.

ტანზე ქრისტესი აცვია კვართი,
გადაჰყავს თევზნი
რიონში მტკვართით.
მზეა კახთა,
მთიები – რანთა,
ლიფლიფი -
სვანთა და უდიმართა.

მხარზე ვეება გაუდევს ლოდი
და მოდის -
თითქოს უტვირთოდ მოდის! -
მეფენი შვიდნი
ვინც პურად დასხნა,
საზღვართა გარე
ვინც მტერნი გასხნა,
იმერთა წყალთა
ვინც თევზნი შთასხნა,
ვინც ვერ ისვენებს საფლავში ახლა

Muxran Machavariani - Gmertkaci
მუხრან მაჭავარიანი - ღმერთკაცი

No comments:

Post a Comment