ჯდა ვახტანგ მეფე მარტოკა, -
უხანჯლოად და ულახტოდა.
მაღლიდან ნახა: სირბილით
კიბეზე კაცი ახტოდა.
ავარდა -
მეფეს წარუდგა
და ფერხთა მისთა წინარე
დაემხო -
მიწას აკოცა...
ვახტანგმა:
- ნეტა ვინ არი?
ერთხანს უმზერდა ხელმწიფე
და როს უბრძანა: - ადექი!
წამოხტა - წელში გასწორდა.
ვაჟკაცი წარმოსადეგი.
შეხედა -
იცნო -
გაოცდა -
წამოიძახა:
- დავითი!
თვალწინ დაუდგა
მიწა და
ზეცა და
ხალხი თავისი.
muxran Machavariani - Daviti
მუხრან მაჭავარიანი - დავითი
No comments:
Post a Comment