სახე - დაჭმუჭვნულ-დაღეჭილი,
აზრები - მჭახე...
გეამაყება სახე შენი -
ნატანჯი
სახე!
არის ცთუნება:
განიძარცვო ჩვარი სხეულზე,
ფხიან შუშაზე
(საქმისათვის!)
დაწვე მსხვრეულზე -
წარბი შეჰკრა და ბოროტებას
შესძახო: - „ნზად ვარ!“
გადაგიაროს
ბორბლიანმა
ტონობით
ჯართმა...
სახე - დაჭმუჭვნულ-დაღეჭილი,
აზრები - მჭახე...
გეამაყება სახე შენი -
ნატანჯი
სახე!
Murman Lebanidze - Portreti
მურმან ლებანიძე - პორტრეტი
No comments:
Post a Comment