სველია თუმცა
ქვრივთა ცრემლით ქართლის მინდვრები,
დედა ქართვლისა
უფრო ხშირად ვიდოდა ძაძით;
მაგრამ ხალხს,
მჯერა,
კიდევ შერჩა ცრემლი იმდენი, -
კვლავ რომ დაღვაროს, -
თუ კაცური მოუკვდა კაცი!
დღემდეა თუმცა
წყალწითელა სისხლით წითელი,
მომხდურს
ქართველის არ უნახავს რადგან ზურგი;
მაგრამ,
ჯერ კიდევ,
ღვთით, შემოგვრჩა სისხლი იმდენი, -
კვლავ რომ დავღვაროთ, -
დასჭირდება სამშობლოს თუკი!
და, თუა ვინმე-
ეს ამბავი არ სჯერა ვისაც;
ურწმუნო იგი, -
მით უმეტეს თუა ქართველი! -
არც მკვდარს,
არც ცოცხალს -
არ ეკუთვნის მას ქართლის მიწა!
კაცი ასეთი
ცხენის ძუით არის სათრევი!
Muxran Machavariani - Pasuxi
მუხრან მაჭავარიანი - პასუხი
No comments:
Post a Comment