მურმან ლებანიძე - "შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან"

შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან,
რომ წამსვე ცეცხლის დამწვდნენ ღვარები;
გაქრნენ ქალები - პროსპექტზე დარჩი,
დაგინახე და... გტაცე თვალები...

რვაფეხა მზაკვრებია თვალები ჩემი:
წებოვან საცეცების მიცეცებ-მოცეცებით,
გელაციცებიან - ალერსით, კდემით,
უტიფარ სურვილით და
მოგონილ მოწიწებით.

Murman Lebanidze - Shen Chamoxvedi, Etyoba, Mzidan
მურმან ლებანიძე - შენ ჩამოხვედი, ეტყობა, მზიდან

No comments:

Post a Comment