დადგა შემოდგომა,
გაცივდა ჰაერი.
მერცხლებმა მოკურცხლეს.
ცხიკვების ეხოა - „ხეირი“. -
ბუხრებთან
დასკუპდნენ
მოხუცნი.
- ხო ხარ მეხივით, ალიბეგ?
- ვეღარ ვარ, ჩემო ყარამან...
- გვეშველებაა რაიმე?!
- ეჰ, შენი მტერი არაა!
Muxran Machavariani - Dadga Shemodgoma
მუხრან მაჭავარიანი - დადგა შემოდგომა
No comments:
Post a Comment