ნიკა ნორიელი - მე და მუსიკა

მე და მუსიკა ისევ დავიპყრობთ უკიდეგანო, დაზოლილ ქუჩებს.
კვლავ გადავლახავთ ამოვარდნილ ქარიშხლებს ღამის.
ვიტყვით ჩვენს სათქმელს, ვიტყვით მძაფრად, უხეშად, მალვით.
ვიქნები მხეცი, ის კი ნაზი ირემი ბარის.

ბოროტი სახით მე შევხედავ თვალებში კრავის.
მივხვდები მისი გონებიდან ოცნება გარბის...
და იქ იქნება ვნება ვრცელი, ვნება უხამსი,
გაცხოველებულ ნადირქცეულ ადამიანის.

შავი ღრუბლებით გაივსება ზეცა უფალის.
და ავივსები გრძნობით ვიღაც უცხო მოკვდავის.
და ვიტყვი,თურმე ეს ყოფილა ხვედრი ბედისა,
რომელიც მერგო მე უბედურს დაბადებისას!

Nika norieli - Me da musika

No comments:

Post a Comment