გალაკტიონ ტაბიძე - ხალხური მოტივებიდან

კლდეში ხმალი გადუნახავთ,
მაგრამ ნეტა ვიცოდე,
საჭირო დროს ხმალი იგი
რად არ გამომიწოდე?

მე ვებრძოდი უმართლობას,
თავი ვერ შეგაცოდე.
მაინც ვკვირობ, ხმალი იგი
რისთვის არ მომაწოდე?

მეც მქონდა, გადამიტყდა,
ახლა უნდა ვიწოდე.
მბოჭავს მტერი, ხმალი, ხმალი
რად არ გამომიწოდე?

რად არ მოხველ, ნისლი შუბლით
რად არ გადამიდენე?
რისთვის გული დამიღამე,
რისთვის არ გამითენე?!

Galaktion Tabidze - Xalxuri Motivebidan

No comments:

Post a Comment