ერთად ყოფნა გარდუვალია
შენ ხარ,
რადგანაც მე ვარსებობ...
ანდა - პირიქით....
ამ მაღალ ღამეს
ციკლოპივით ერთი თვალი აქვს.
მის შუქზე ბრწყინავს და
სიმივით წივის ბილიკი.
ჩვენ ერთმანეთის გარდუხდელი
ძველი ვალი გვაქვს.
ჩვენ ერთმანეთი
ჯერ ვერაფრით შემოვირიგეთ.....
და მაინც:
ჩვენი ერთად ყოფნა
გარდუვალია
მე ვარ,
რადგანაც შენ არსებობ
ანდა - პირიქით......
არჩილ სულაკაური - ჩემი და შენი ერთად ყოფნა გარდუვალია
No comments:
Post a Comment