ტარიელ ხარხელაური - "რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა"

რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა,
ჩემთან ყოფნას თუ ნატრობდი...
ეს სურვილი მეცა მქონდა,
დამიჯერე, მეც მახსოვდი...

არ გამექცე, არ დამტოვო,
ნუ ენდობი შენ ჩემს თვალებს...
მეეჭვება სხვაგან ჰპოვო,
ვინც მთელ დღეს არ ჩაგამწარებს...

გადიყარე, გადიყარე,
ვით მოქუფრულ ცამ ღრუბელი...
თუ გიპოვი, შემიფარე,
და დამადგი, თუნდ, უღელი...

მივაცილებ წუთებს. წამებს,
მართლაც, რა მაქვს სამრისხანო?
ფიქრებს გავყრი უმეცარებს,
რომ ნატვრები გაგიცვალო...

ანდა, იქნებ ვმეორდები,
ეს სიტყვებიც ნათქვამი მაქვს...
რა ტყუილად მეომები,
მინდა ომი? რად არ მკითხავ?!

Tariel Xarxelauri - Rom Mcodnoda, Rom Mcodnoda
ტარიელ ხარხელაური - რომ მცოდნოდა, რომ მცოდნოდა

No comments:

Post a Comment