წამების წამი დადგა,
ნუთუ იღბალი არის.
ერთად მიდიან სადღაც
ღამე, მთვარე და ქარი.
როგორც საღამოს ლოცვა,
დადგება მთაზე ნისლი.
მიყვარს ღამეში, როცა
ფოთლის შრიალი ისმის.
სრულიად არ ვგრძნობ იმედს,
გაქრა ფიქრების გროვა.
მოდის ტალღები მძიმე
და საშინელი დროა.
წამების წამი დადგა,
ნუთუ იღბალი არის.
ერთად მიდიან სადღაც
ღამე, მთვარე და ქარი.
ტერენტი გრანელი - ღამე,
მთვარე და
ქარი
No comments:
Post a Comment