ტერენტი გრანელი - "თეთრი დღე არი და სუფევს შიში"

თეთრი დღე არი
და სუფევს შიში.
და ახლა ქარი
მე წერას მიშლის.
                  
სიჩუმე მუდამ
ჩემი და იყო.
და გრიგალს უნდა
გული წაიღოს.

და შენც იქნები,
ალბათ, ჩემს გარდა.
არის ფიქრების
თამაში ქართან.

ქრის დღეთა რიგი,
და მიხარია.
და ახლა ირგვლივ
მხოლოდ ქარია.

თეთრი დღე არი
და სუფევს შიში.
და ახლა ქარი
მე წერას მიშლის.

Terenti Graneli - Tetri Dge Ari Da Sufevs Shishi
ტერენტი გრანელი - თეთრი დღე არი და სუფევს შიში

No comments:

Post a Comment