ეს მაღალი ჩინარი,
აქ წამებას განიცდის.
ჩემი მხსნელი ვინ არი,
რას მივმართო, არ ვიცი.
ისევ ქარი და ქარი,
ქარი მე არ მეყოფა.
მე მინდა მეგობარი,
მე დავეძებ მეგობარს.
გული გრძნობს ანაზებს,
და ვიდარდებ მარტო მე.
ღმერთო! ამ ქვეყანაზე
ასე რისთვის დამტოვე.
ტერენტი გრანელი - ეს მაღალი ჩინარი
No comments:
Post a Comment