მუხრან მაჭავარიანი - "ქუხდენ მუხები"

ქუხდენ მუხები,
ქუხდენ ჭადრები: -
ნუ გათათრდები!
ნუ გათათრდები!

ქუხდენ მუხები,
ქუხდენ ჭადრები: -
ნუ გათათრდები!
ნუ გათათრდები!

ქუხილი მათი,
ძახილი მათი:
ქუხილი მუხის,
ქუხილი ჭადრის, -
ვაითუ, მარტო შენ გესმის, მუხრან?!

- ეგ ღმერთმა ნუ ქნას!
- ეგ ღმერთმა ნუ ქნას!

Muxran Machavariani - Quxden Muxebi
მუხრან მაჭავარიანი - ქუხდენ მუხები

No comments:

Post a Comment