მუხრან მაჭავარიანი - ანი და ჰოე

ფიქრებში იელვებს ტაძარი ხატულა;
დღედ დღევანდელი
უეცრივ წამერთმის:
ქართლად იჩქარიან, -
მეტყველნი ქართულად, -
შუამდინარეთით
მამანი ცამეტნი.

- ქართული საიდან?!
ნანგრევებს გავძახი, -
საიდან?! საიდან?! -
ნანგრევი რას მეტყვის!..
გახარებულია ხელმწიფის სასახლე:
ქართულით უბნობენ
მამანი ცამეტნი.

. . . . . . . . . .

მცხეთით დაწყებული, - გასრულდა მცხეთაში:
სიახლე მძვინვარებს
უძველეს ბალავარზე....
- ანი და ჰოე ვართ
ქართლისა მე და შენ! -
გიორგი მეთორმეტეს
ეტყვის ფარნავაზი.

Muxran Machavariani - Ani Da Hoe
მუხრან მაჭავარიანი - ანი და ჰოე

No comments:

Post a Comment