მუხრან მაჭავარიანი - აკაკი
ტყე როა მწვანე,
ცა როა ლურჯი,
ზღვა როა წყნარი,
მზე როა გულში,-
ავხედავ ზეცას-
ხმა
მესმი
მისი,
დავხედავ მიწას,-
ხმა
მესის
მისი...
ქცეულა ზეცად,
ქცეულა მიწად,
საქართველოში
გაჩენის ღირსი,
საქართველოში
დამარხვის ღირსი.
Muxran Machavariani - Akaki
მუხრან მაჭავარიანი - აკაკი
No comments:
Post a Comment
Newer Post
Older Post
Home
Subscribe to:
Post Comments (Atom)
No comments:
Post a Comment