მუხრან მაჭავარიანი - თუ სიკვდილია...

გადავლახავდი დრო-ჟამის მიჯნას,
ვიქათქათებდი, ვით ალავერდი, -
მიზანს და სიკვდილს მიზნისას მიზნად, -
დედა რომ არა ორთავეს ერთი.

ვერ მივაღწიე,
ვერ ვეღირსე უკეთუ მიზანს,
ვერ გავისწორე უკეთუ ხოში, -
რა ბედენაა დიდუბის და მთაწმინდის მიწა!..
თუ სიკვდილია! -
აი, წოლა მესმის შამქორში.

Muxran Machavariani - Tu Sikvdilia...
მუხრან მაჭავარიანი - თუ სიკვდილია...

No comments:

Post a Comment