ქვა სხვაზე უწინ ვინც დასდვა ქვაზე,
ვინც სხვაზე უწინ გასჭედა რკინა,
ვინც სხვაზე უწინ იხმარა ინა,
ქრისტეს შობამდე ვინც შექმნა წიგნი, -
სისხლად მიმოდის
დღეს
ჩემში
იგი.
მოიპოვება რა! - ქვეყანაზე!
მოიპოვება რა! - თუ გინდ ცაში!
რომ ჩემთან იგი არ იყოს ბავშვი
და სისხლის ჩემის რომ იყოს ფასი?!
Muxran Machavariani - Sisxlad Mimodis Dges Chemshi Igi
მუხრან მაჭავარიანი - სისხლად მიმოდის დღეს ჩემში იგი
No comments:
Post a Comment