რომ გავურბოდით ქვეყნის შენებას,
რომ გვაბრმავებდა მიზნები კერძო,
თავი რომ ყველას მეფედ გვენება, -
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -
ამან რაც გვიყო, -
მოგეხსენებათ.
ღირსებას სხვისას კვლავაც რომ ვერ ვგრძნობთ,
ძმას ცოცხალს საფლავს რომ ვუთხრით ახლაც,
სამშობლოს ჩვენი რომ გვიჯობს ეზო,
რეგვენი თუა, - ის რომ გვსურს მაღლა, -
ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ, -
ეს გზა რას გვიზამს,-
იმასაც ნახავთ.
მუხრან მაჭავარიანი - ოტიავ ჩემო და ჩემო რეზოვ
No comments:
Post a Comment