მუხრან მაჭავარიანი - ამას არ უნდა დასტური სხვისი

ამას არ უნდა დასტური სხვისი! -
კარგა ხანია ვიცი:
მიწყივ მცირენი ვიყავით რიცხვით,
მტერი გვჭარბობდა მიწყივ.

ყველგან: ყანაში, ზღვარში, წისქვილში, -
ხელი გვეკიდა თოფზე...
იესო ქრისტეც, გარდა რისხვისა,
გვწყალობდა კიდეც ზოგჯერ.

სხვენზე აგდია, - ჟანგის ულუფა, -
პაპის ნაქონი თოფი...
გულზე მასივებს დაკარგულობა
ორთა ურთიერთნდობის.

muxran Machavariani - Amas Ar Unda Dasturi Sxvisi
მუხრან მაჭავარიანი - ამას არ უნდა დასტური სხვისი

No comments:

Post a Comment