მუხრან მაჭავარიანი - კვლავაც მრავალჯერ გეთქვას!

საქართველოო - ჩემო -
დიდედაო და შვილო.
შენმა ძახილმა მომკლა,
შუადღეა თუ დღეო:
- ბიჭო, არ შემარცხვინო,
ბიჭო, არ შემარცხვინო,
ვერ გავძლებ უბიჭებოდ! -
ე, ბიჭო! ივარგეო!

საქართველოო - ჩემო -
დიდედაო და შვილო.
თუ ვერ ჩავატან გემოს
შენს ჰაერსა და ღვინოს,
თუ ვერ ჩავატან გემოს
შენს ჰაერსა და ღვინოს! -
ღმერთმა შენც შეგარცხვინოს
და შენი შავი ღვინოც!
(გეხუმრე, - არ გეწყინოს!)

საქართველოო - ჩემო -
დიდედაო და შვილო.
შენი კეთილი გული
ნუ მომიშალოს ღმერთმა:
- ბიჭო არ ჩემარცხვინო,
ბიჭო, არ შემარცვინო! -
კვლავაც მრავალჯერ გეთქვას,
გეთქვას,
გეთქვას და გეთქვას.

Muxran Machavariani - Kvlavac Mravaljer Getqvas!
მუხრან მაჭავარიანი - კვლავაც მრავალჯერ გეთქვას!

No comments:

Post a Comment