ამერ-იმერი -
სიმხდალეში უსაზღვროდ ძუნწი.
ამერ-იმერი -
ზღვიდან ზღვამდე გაშლილი უწინ.ამერ-იმერი -
არასოდეს მორჩილი ბედის.
ამერ-იმერი -
სიცოცხლეზე სიცოცხლით მეტი.
ამერ-იმერი -
უძველესი ქვეყანა ღვინის.
ამერ-იმერი -
დედამიწის ლამაზი შვილი, -
წყალწითელათი,
ყვირილათი,
ჭოროხით,
ივრით:
- ნუ გათათრდები! -
თავისობას ჰქუხდა და ყვირის.
ამერ-იმერი -
სიმხდალეში უსაზღვროდ ძუნწი.
ამერ-იმერი -
ზღვიდან ზღვამდე გაშლილი უწინ.
Muxran Machavariani - Amer-Imeri
მუხრან მაჭავარიანი - ამერ-იმერი
No comments:
Post a Comment