მურმან ლებანიძე - შვენის თანაბრად

არის თუ არა
განსხვავება: ლიფსიტას იჭერს
კაცი ვინმე და, _
ოცს ვიჭერო დღეში, _ ქადილობს
კაცი მეორე
ხმას არ იღებს, სიჩუმეს ირჩევს
ზღვაში გადის და
დალოცვილი, ვეშაპზე ნადირობს...

მხედარს, სპასალარს,
ხუროთმოძღვარს, პოეტს თუ მხატვარს
ზემორე ნაკლი
კაცის თვალში აქცევს არაფრად
მწყემსს, იმპერატორს,
მიწის მუშას, უბრალო ღატაკს _
ღირსებად თქმული
ამაღლებს და შვენის თანაბრად!

Murman Lebanidze - Shvenis Tanabrad
მურმან ლებანიძე - შვენის თანაბრად

No comments:

Post a Comment