ხავილად მიჩანს ენგურის ზათქი,
იერიქონის ღიმილს მგვრის ბუკი...
ტყუილა ვაცდენ მიწაზე ადგილს, -
ვეღარ ვიტყუებ თავს რადგან უკვე.
როსმე ფრიადი ქვეყანა ქართლი, -
დღეს ერცახეა, ვით ტყემლის კურკა...
ტყუილა ვაცდენ მიწაზე ადგილს -
ვეღარ ვიტყუებ თავს რადგან უკვე.
ყველაფრის კარგად შევიტყვე ყადრი,
გადავეჩვიე დახევას უკან...
ტყუილა ვაცდენ მიწაზე ადგილს, -
ვეღარ ვიტყუებ თავს რადგან უკვე.
Muxran Machavariani - Xavilad Michans Enguris Zatqi
მუხრან მაჭავარიანი - ხავილად მიჩანს ენგურის ზათქი
No comments:
Post a Comment