კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს ნორჩი ჰგონია ენა!!
ვინმემ,
არცაა გასაკვირი, -
არც იცის იქნებ, -
ქრისტეს შობამდე რომ შეიქმნა ქართული წიგნი.
არა!
ეს ასე რომ არ იყოს,
კიდე, - ხო, -
მარა!-
ასე
რომ
არის?!
არ უნდა ჰქონდეს მნიშვნელობა, მე მგონი, ცოტა
არც იმას, -
წერდნენ რა ენაზე ვაჟა და შოთა!
კი, მაგრამ...
ღმერთი აღარაა?!
ბნელა?! -
ქართული იქნებ ვინმეს მდარე ჰგონია ენა?!
Muxran Machavariani - Rashia Saqme?
მუხრან მაჭავარიანი - რაშია საქმე?!
romel wels dawera ?
ReplyDelete