მურმან ლებანიძე - ათასში ერთხელ

ათასში ერთხელ,
თვალს რომ მოჰკრავ ყანას პურისას,
ქარი რომ დაჰბერს
და ჯეჯილი რომ აგორდება,
უეცრად იგრძნობ
გახშირებულ ძგერას გულისას,
ოქროს პურები
და ბავშვობა
მოგაგონდება...

რა პურებს ვთესდით!
რა თავთუხს და რა შავფხას ვლეწდით!
ღვინო ხომ ჩვენი,
მაგრამ პურიც ჩვენი გვყოფნიდა...
ნაყიდ პურს ვაცხობთ,
პურის მადლმა, შევცდით და შევრცხვით,
რაიღა დაგვრჩა
დღეს ქართული
ჩვენი სოფლიდან!

Murman Lebanidze - Atasshi Ertxel
მურმან ლებანიძე - ათასში ერთხელ

No comments:

Post a Comment