ნოდარ დუმბაძე - "მოვალ, როცა მთა და ბარი"

მოვალ, როცა მთა და ბარი
თეთრ ნაბადში გაეხვევა,
პატარების საოცნებო
საახალწლო ნაძვის ხე ვარ.

ჩამოვიყვან თოვლის პაპას,
მხარზე ხურჯინგადაკიდულს,
ჩამოვიტან ნამცხვარს, ქადას,
ჩურჩხელას და შაქარყინულს.

მალხაზებო, მანანებო,
ვარსკვლავების სადარებო,
მოდით ჩემთან, საჩუქრები
დაგირიგოთ, პატარებო!

სიმღერებით ცა მთოვარი
გაათბეთ და გაადარეთ,
ეს ახალი წელიწადიც
ბედნიერად გაატარეთ!

Nodar Dumbadze - Moval, Roca Mta Da Bari 

2 comments:

  1. მაგარი ლექსია

    ReplyDelete
  2. საოცარი ლექსი

    ReplyDelete