ლაშა-გიორგი - მე შენ გაჩუქებ

მე შენ გაჩუქებ მთელ ფოთოლცვენას,
გამიგონია არ კლავსო ნატვრა,
დღეს ოლიმპოდან გააგდეს ზევსი,
გულჯავრიანი ნიმფებთან დათვრა.

მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
და მარტოობას ცლიდი კათხებად,
თუკი გინახავს ირმების გუნდი
როგორ შეკრთება,როგორ დაფრთხება...

ისე დამფრთხალი გქონდა თვალები,
როცა სამყაროს უვლიდი გუშინ,
მე კი ღმერთების მოტყუებისთვის,
ვიხრაკებოდი ზეთში და კუპრში.

წამი შეჩერდა ძალიან დიდხანს,
ქვიშის საათი დაჰკარგა ღამემ,
ზევსი უღირსი და გულმრისხანე
ცლიდა და ცლიდა სამსალის ჯამებს.

მე შენ სამყარო გაჩუქე გუშინ,
გრიგალში შლიდი კულულებს თმისას,
აღარსად აღარ ყვაოდა ნუში,
უკაცური გზა ითხოვდა მისას.

ამ გზას გაუყვა ოცნება ჩემი,
გამოფიტული ქრობით და ღვენთით,
მე შენ გაჩუქებ მთელ ფოთოლცვენას,
ალბათ არ მიწყენს ოლიმპოს ღმერთი...

Lasha-Giorgi - Me Shen Gachuqeb

No comments:

Post a Comment