ლაშა-გიორგი - მადდონა

მე გადავწყვიტე ოცნებებს ავყვე,
და შევეხიზნო ცისფერ პალატებს,
გავესაუბრო ბინდით მოსილებს,
ბაგრატიონებს,კუროპალატებს.

შენ მეგულები გვერდით დედოფლად,
შენში იღვიძებს თითქოს მადდონა,
გახუნებული ცის ელვა-ფერი,
საუკუნეებს რამ მოაგონათ.

გზებს დასტრიალებს შავი ზმანება,
გარდასულ დღეთა ატყვია მწუხრი,
მეამბოხეებს ხედავს თავნებას
და მეფე ისევ აპირებს წუხილს.

ო რა ძნელია ბედის დაწერა,
ჩაჰკირკიტებენ კარაბადინებს,
ომახიანი სილურჯე ფერთა,
ამ შფოთიან დღეს რა დამაძინებს.

შენ მეგულვები გვერდით დედოფლად,
შენში იღვიძებს თითქოს მადდონა,
გახუნებულ ცის ელვა და ფერი
საუკუნეებს რამ მოანდომათ.

Lasha-Giorgi - Maddona

No comments:

Post a Comment