ლაშა-გიორგი - გუშინ.დღეს.ხვალ.

დღეს რომ ადრე დაღამდა,ალბათ ზამთრის ბრალია,
ისევ ისე ბჟუტავენ ძველი ლამპიონები,
მივუყვები ქუჩას და სიცოცხლე მიხარია,
მსურს დილამდე დავკოცნო შენი ამბიონები.

ხვალ რომ სხვაზე გათხოვდე,დავაბრალებ იანვარს,
უგრძნობი და ცივია,ბოროტებით ნაჯერი,
სადმე დავემალები შენი მზერის ნიაღვარს,
ვიტყვი: ბევრი ვიფიქრე,მერე ერთხელ გავჭერი.

ზეგ კი მოვა მარტის თვე,უგულო და თავნება,
შენს ქუჩაზე დავიწყებ უთავბოლო ხეტიალს,
გაზაფხულს რას გაუგებ,სიყვარულს და თან ვნებას,
სიტყვებს ვერას ვუხერხებ,გულში არ დამეტია.



მაგრამ გუშინ,ო გუშინ... ვერ წავშალე წარსული,
ძველი ცოდვა წაიღო დროის სწრაფმა დინებამ,
სიზმრად ვნახე ამაყი,მშვენიერი ასული,
ჩემი მასთან შეხვედრა ღმერთმა გუშინ ინება.

დღეს კი ადრე დაღამდა,ალბათ ზამთრის ბრალია,
ხვალ რომ სხვაზე გათხოვდე,დავაბრალებ იანვარს,
ზეგ იქნება მარტის თვე,გარეთ ცივი დარია,
გუშინ ვერ დავემალე შენი მზერის ნიაღვარს.

Lasha-Giorgi - Gushin, Dges, Xval.

No comments:

Post a Comment