ლაშა-გიორგი - არ დაიჭირო ხელში ის ფუნჯი

არ დაიჭირო ხელში ის ფუნჯი,
მე რომ მხატავდი დღის წინ სამიოდ,
ოცნების ფრთებს შლის თეთრი ფასკუნჯი
და ვუთვალთვალებ ბაღში მღამიობს.
ვიცი,რომ გიყვარს სიოს ჩურჩული,
ჩუმად რომ არხევს ხეივნებს ქარი,
ჩავუფიქრდები ჩემს გულისცემას
და ვგრძნობ,რომ მიყვარს,შენ ხარ ის ქალი.
როცა საღამო გამეფდა ლურჯი,
ასტეხეს მჭახედ რეკვა ზარებმა,
მომწყურდა შენი ტუჩები ურჩი,
ისევ მოვიდა შენი ზმანება...
არ დაიჭირო ხელში ის ფუნჯი,
მე რომ მხატავდი დღის წინ სამიოდ,
ოცნების ფრთებს შლის ქარში ფასკუნჯი
და ვეღარ ვხედავ ბნელში მღამიობს...

Lasha-Giorgi - Ar Daichiro Xelshi Is Funji

No comments:

Post a Comment