შემოდგომის მოლანდება აგვისტოში დამყვება,
მოყვითალო, მოწითალო ფოთლებია ფენილი...
მონაბერ ქარს უნებურად ზეცისაკენ აყვება,
ჭადრის ხიდან, ცივ მიწაზე უცოდველად შთენილი...
ჩემი სულიც ფოთლებივით ღამ-ღამობით გაქრება,
სიზმრებით მაქვს არაერთხელ დედამიწა მოვლილი...
გვიან ღამით გონებაში სტრიქონები გაჩნდება,
მეთოთხმეტე საათია ამ წუთამდე გავლილი...
გონებიდან სულის გარდა არაფერი არ ქრება,
ოხ, რამდენი შავი ლაქა დამრჩენია დაყრილი...
და არ მჯერა დროსთან ერთად სიყვარული რომ ცვდება,
ხურჯინში მაქვს პატიების ყველა წამი ჩაყრილი...
ვიცი ჩემი თვალთახედვა ყველა ალაგს ვერ წვდება,
ამიტომაც ბევრი ცოდვა დამიგროვდა - დათვლილი...
და გაბმული ერთხელ ძაფი არასოდეს გაწყდება,
სიკეთით თუ გაიარე ბილიკები ჩავლილი...
შემოდგომის მოლანდება აგვისტოში დამყვება,
მოყვითალო, მოწითალო ფოთლებია ფენილი...
მონაბერ ქარს უნებურად ზეცისაკენ აყვება,
ჭადრის ხიდან, ცივ მიწაზე უცოდველად შთენილი...
Nika norieli - Shemodgomis molandeba
No comments:
Post a Comment