გალაკტიონ ტაბიძე - გადანახული დროშები

ვდგევარ კლდეზე... მწუხარების
ძლიერია ფიქრთა დენა.
სადღა არის ის სასახლე,
აქ რომ ხალხმა ააშენა!

ის გადასწვეს... და გრიგალი
ფეფლს მიაბნევს ზენა, ქვენა,
საძირკველიც ოდნავ ჩანს,
წახდა... მორჩა, მოისვენა...

ვდგევარ კლდეზე - აქ ოდესმე
ბაღი იყო სანეტარო.
გადამხმარა ჩვენი ბაღი,
ამომშრალა ჩვენი წყარო.

ვამბობ: ,,ვაი, ჩემო ბაღო,
ვაი, უბედურო ქნარო"...
მხოლოდ მჭკნარი ფოთლებია
და გრიგალი უსახლკარო.

ვდგევარ კლდეზე. შემოდგომის
დღე მაგონებს სხვა გაზაფხულს,
აქ დროშებით უმღეროდნენ
რწმენას მთაზე გამოსახულს.

ვდგევარ კლდეზე და ვდარაჯობ
დროშებს, მრავალ ბრძოლანახულს,
დროშებს, მომავალისათვის
საიმედოდ გადანახულს.

Galaktion Tabidze - Gadanaxuli Droshebi



No comments:

Post a Comment