ჯანსუღ ჩარკვიანი - აი,დავბრუნდი

აი , დავბრუნდი
აღარც გრიგალი,
აღარც სერობა,
აღარც ლოდინი.
თუმც ძველებურად
ვერარც გიგალობ,
ვარ ხელგაშლილი
მაინც ლორდივით.



ისევე ბრწყინავს
თვალი ბეჭედში,
დაგეშილი მაქვს
თვალი არწივის,
ოდნავ მოხრილი
წელში,ბეჭებში,
თამამი,როგორც
მთვრალი ყმაწვილი.

Jansug Charkviani - Ai,Davbrundi
ჯანსუღ ჩარკვიანი - აი,დავბრუნდი

No comments:

Post a Comment