ირაკლი აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს...

შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად,
შენ რომ ვით ღმერთი,
როგორც მეფე
ფლანგავდი გულქვად.
მეფე მდიდარი,
მეფე შმაგი,მეფე ზვიადი...
მილიონს წვავდი-
სახლში გეწყო ცხრა მილიარდი...
ტრფიალის ჟინში,
ლხინის ეშხში
გაცემულს უხვად-
შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად.
თვით მათაც,მათაც,
დღეს რომ არ თვლი
ღირსად აღნიშვნის,
თვით სიმწრის დღეებს,
დღეებს მარცხის და იაღლიშის.

ახლა ის დარდიც
არ ღირს დარდად,
არცა ღირს ლუკმად...
შენ ყველა იმ დღეს
ნუ დაარქმევ
დაკარგულს უქმად.

Irakli Abashidze- Shen Yvela Im Dges
ირაკლი  აბაშიძე - შენ ყველა იმ დღეს..

No comments:

Post a Comment