გალაკტიონ ტაბიძე - უბედურ საათს არვინ დაგიცავს

უბედურ საათს არვინ დაგიცავს,
არავინ გეტყვის მშობლიურ ნანას,
მაგრამ გახედავ ყრუ დედამიწას
და მოიგონებ შენ შენს სატანას.

იმედი, შენი ბრძოლის საგანი,
გატაცებაა დაუდგრომელის.
მოღუშულია შენი საკანი:
სხვა რა, სიკვდილი მხოლოდ მოგელის.

No comments:

Post a Comment