ირაკლი აბაშიძე - სიზმარში წუხელ...

სიზმარში წუხელ
კვლავ ტიციანი -
ის ზამთრის კეპკა,
პალტო რეგლანი..
სიზმარი,როგორც ფერთა ციალი
ნაბიჯით შემკრთალ ტელეეკრანის.

სიზმარში წუხელ
კვლავ ტიციანი-
კვლავ არ თმობს,
არ გმობს,
არ ეთანხმება;
თითებში ლექსი,როგორც ცხრიანი,
ხითხითში მკერდის ათახთახება.

სიზმარში წუხელ
კვლავ ტიციანი-
კვლავ გეძებს,
თითქოს სადღაც შეაკლდი;
ოპერის ბაღი..
მარტი მზიანი..
ჰამსუნის წიგნი... და დ'არშიაკი...

Irakli Abashidze - Sizmarshi Wuxel..
ირაკლი აბაშიძე - სიზმარში წუხელ

No comments:

Post a Comment