მარიამ ხუცურაული - ისე მექავება მარცხენა ძუძუ

ისე მექავება მარცხენა ძუძუ,
არ გენატრებოდე, არ იქნება.
ვნანობ იმდღევანდელ ცრემლსა და წუწუნს,
უთქმელ საყვედურს და გარინდებას.
თუკი შენ არაფრად გიღირს ეს სითბო,
ჩემი სიკეთე და გულწრფელობა,
მაშინ მეჩვენება, ძალზედ ბევრს ვითხოვ,
სჯობდა ისევ ისე უთქმელობა...
მაინც მექავება მარცხენა ძუძუ
თან მჯერა, ძალიან გენატრები
და მაეჭვიანებს სულ ყველა ქალი _
ჩემი მომდევნოც და ჩემამდელიც...

Mariam Xucurauli - Ise Meqaveba Marcxena Dzudzu
მარიამ ხუცურაული - ისე მექავება მარცხენა ძუძუ

No comments:

Post a Comment