ვახტანგ ჯავახაძე - ავაშენეთ ვარდისფერი მიწისქვეშა ტაძრები

ავაშენეთ ვარდისფერი
მიწისქვეშა ტაძრები,
გამოვძვრებით ლიფტებიდან
და მეტროში ჩავძვრებით.
ვაკვირდებით
დამუნჯებულ
მგზავრებს თვალგაცეცებით,
ამოვძვრებით მეტროდან და
სამსახურში შევძვრებით...
ვაი,
როგორ დაგეკარგეთ,
მიხმობს მთა და ციცაბო,
როგორა მყავს
თქვენი თავი,
ონჭიქეთის ციცებო?

Vaxtang Javaxadze - Avashenet Vardisferi Miwisqvesha Tadzrebi
ვახტანგ ჯავახაძე - ავაშენეთ ვარდიისფერი მიწისქვეშა ტაძრები

No comments:

Post a Comment