ვახტანგ ჯავახაძე - თუმცა არასდროს გეშლება

თუმცა რასდროს გეშლება
წერტილის დროზე დასმა, -
არ მოგატყუოს
სიმაღლემ,
არ მოგატყუოს
ტაშმა.
რაც უნდა ბევრი მოხვეტო,
ვერ შემოსწვდება თასმა,
უფრო ძნელია
წაშლა და...
არ შეგიტყუოს
ტაშმა.
ბევრი აჰყვა და
გადაჰყვა
და ძეგლებს ამონტაჟებს,
ბევრს უტაშობაც ატყუებს...
ნუღარ დაითვლი
ტაშებს.

Vaxtang Javaxadze - Tumca arasdros Geshleba
ვახტანგ ჯავახაძე - თუმცა არასდროს გეშლება

No comments:

Post a Comment