ვახტანგ ჯავახაძე - პატივცემულმა კარაზანამ

პატივცემულმა კარაზანამ
მოისურვილა თაფლი და
ფუტკრების დემოკრატიულ
რესპუბლიკისკენ გაფრინდა.
ყველას გაასწრო ტრასაზე
ქიშპობითა და
ჯიბრითა,
ფუტკრების დემოკრატიულ
რესპუბლიკამდე მიფრინდა,
და ისე გაკადნიერდა,
არც კი იკითხა შეფი და
ფუტკრების დემოკრატიულ
რესპუბლიკაშიც შეფრინდა.

vaxtang Javaxadze - Pativcemulma Krazanam
ვახტანგ ჯავახაძე - პატივცემულმა კარაზანამ

No comments:

Post a Comment