ლაშა დავითულიანი - იმ დღეს

მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც მაგ ცრემლთა დენამ
ბაგეთა ჩუმი დაცრემლვა იწყეს
და დაცრემლილის კვალად დარჩენა.
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც ფანტელმა ყველამ
გადაიარა მანძილთა სივრცე
და განაბული სიზმრით დათოვა.
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს მინდოდა მენახე მწყნარად,
შენი თვალები ცდუნებას იწვევს
და ალბათ მუდამ დამყვება ქნარად.
ცრემლს სინანული ყოველთვის წინ სდევს,
ალბათ ვიხილავ იმ დღეს ოდესღაც,
მე შენი ნახვა მინდოდა იმ დღეს,
იმ დღეს, როდესაც...

Lasha Davituliani - Im Dges
ლაშა დავითულიანი - იმ დღეს

No comments:

Post a Comment