ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით

ლურჯ მწვერვალებს ქარი რძისფერ ნისლში ხვევდა
და,როდესაც ბარში ვარდნი ყვაოდნენ,
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ.....
მოჰკიოდა,ქარი ღრუბლებს მოჰკიოდა
და ფარავნის ტბასა ზედა ძრწოდა ქარი..........
მოდიოდა ,ნინო მთებით მოდიოდა
და მოჰქონდა სანატრელი ვაზის ჯვარი.
თოვლის მთებით კვირდებოდა უცხო მგზავრი,
ვის უნახავს ვარდობისას თოვლი მთებზე?
მწყემსსა ჰკითხა;
_რომელია ქართლის გზაი?
მწყემსმა უთხრა;
_საქართველო არის ესე!
მიეძინა....ერთ წალკოტში მიეძინა
და ფშატებმა მზისგან მოუჩრდილესო,
ეს.......ვინ არის,გამოცხადდა მგზავრის წინა?
_"ნუ გეშინინ!"_მიუგებდა იესო.
გაეღვიძა,.......წუთით იგრძნო მშობლის სევდა,
მაგრამ რწმენა ავალებდარაოდენს?
თოვლი იდო ჯავახეთის მთათა ზედა
და ტყეებში ქარიშხლები ბღაოდნენ..........

Ana Kalandadze - Modioda Nino Mtebit
ანა კალანდაძე - მოდიოდა ნინო მთებით

2 comments: