ვაჟა-ფშაველა - ბალღების სიმღერა

ღმერთმა გვიცოცხლოს ის კაცი,
ვინც ქართლის შვილებს სწყალობსო,
ვის შემწეობით ჩვენგანი
ბევრი კაცობას სწავლობსო.
ვინც ჩვენ სიკეთეს გვიშვრება,
არ დავივიწყებთ ბალღები,
მტერთან ბრძოლასა შავიძლებთ,
დაგვიმსხვილდება მკლავები.
დღეს ქრისტე აღსდგა… ვეცდებით
აღსდგეს ბედკრული ერია,
რომ ვერ გვლახავდეს დღევანდლებრ
შეუბრალები მტერია.

Vaja Fshavela - Balgebis Simgera
ვაჟა ფშაველა - ბალღების სიმღერა

No comments:

Post a Comment