მუხრან მაჭავარიანი - სიხარული

დილის ცვარი ქალაკოდას
შერჩენია ქარვასავით.
სიმინდების გასაფარსად
მოშრიალებს ქარ-ვარსამი.

ჩინებულად შეუნახავს
მოკურდღლავე ყანა გლედიჩს,
ქარქვეტებში გარბის ქარი
ულვაშების წინაგლეჯით...

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა...

ზღვას გავაპობ, როგორც მოსე,
არ მჭირდება მისი კვერთხი,
მარგალიტი ჰყრია მოლზე, -
ზღვის არა ჰგავს, მე შენ გეტყვი?!

ჩუ! მაცვალმა სიმინდისამ
დაიძახა უცებ: - ჭიტა!
დაიძახა და ამოძვრა
მოყვითალო ფუჩეჩიდან...

სიხარულმა აღმიტაცა,
მომანდომა თამაშობა,
სიხარულმა გამაბრუა
და ეს ლექსიც ამან შობა!

Muxran Machavariani - Sixaruli
მუხრან მაჭავარიანი - სიხარული

No comments:

Post a Comment